მეორე დღეს განვიხილეთ პირველი მოდულის
აქტივობა 3 - პროექტის მოთხოვნების გაცნობა; პროექტზე დაფუძნებული მიდგომის განხილვა. პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. ვისწავლეთ როგორ ივსება, რაში და როგორ გამოვიყენოთ ის.
განვიხილეთ თითოეული პუნქტი. პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული, 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ : . კარგი თანამშრომლობა
. გონივრული გადაწყვეტილების მიღება.
. ინიციატივის გამოყენება.
. კომპლექსური პრობლემების გადაჭრა.
. თვითმართვა.
. ეფექტური კომუნიკაცია.
აქტივობა 4 - პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.
მომდევნო აქტივობებში ჯერ დაგეგმეთ და შემდეგ შექმენით სტატია, სადაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის კითხვები რაც შეიძლება გაუჩნდეთ თქვენ მოსწავლეებს, მშობლებს ან სხვა მასწავლებლებს. მოამზადეთ საუკეთესო პასუხები და გამოიყენეთ
პუბლიკაციის ჩეკლისტი.
პროექტების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მოიპოვოთ საგანმანათლებლო ვებსაიტზე და საჭირო ინფორმაციას შეინახავთ მონიშვნის და სარჩევის შექმნის ფუნქციის გამოყენებით.
შესაძლებელია პროექტების დიზაინის შერჩევა. შემდეგ გავეცანით გამოცემის ნიმუშებს. აქვე შეიძლება გავეცნოთ ახალ იდეებს, გაზეთის, ბროშურის ან პლაკატის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. ჩავინიშნოთ ყველა ის იდეა, რომელიც გვსურს, რომ ჩვენ სტატიაში გამოვიყენოთ.
ბროშურის შაბლონის არჩევა.
შევდივართ File-ში, ავირჩევ და ვაწკაპუნებ new-ზე მერე ბროშურას. ავირჩევ შაბლონს 2-ჯერ დავაწკაპუნებ-download-ს და შეინახება.ავირჩიე ბუკლეტი და დავარქვი სახელი. Insert-ში შევდივარ Picture-ში და გუგლიდან ჩემ შერჩეულ და შენახულ სურათს ჩავსვამ ბუკლეტში. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.
შევედით G-mail-ის ფოსტაში და ვისაუბრეთ Google drive-ში მუშაობის შესახებ.