ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა. როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში. განვიხილეთ პირველი მოდულის-( პროექტებით სწავლება ) ორი აქტივობა. აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწ.ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა.
პროექტები
შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და
ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო
უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო
პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და
დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
შევქმენით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე. განვიხილეთ სახელმძღვანელოდან საჭირო ფაილების გადატანა ჩვენ საქაღალდეში როგორ არის შესაძლებელი. გადავიტანეთ, შევინახეთ დამატაბითი რესურსებიდან ფაილი -21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი; პორტფოლიოს ჩეკლისტი; შეფასების დროის ჩარჩო. შევქმენით ჩვენი blog და გავაკეთეთ რეფლექსია ჩვენ ბლოგზე.
No comments:
Post a Comment