განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მოდული 2 -ის ( სასწავლო პროექტის დაგეგმვა.) აქტივობა 1, ნაბიჯი 2 - დეტალურად - სასწავლო ამოცანების შემუშავება.
- მიზნები უნდა აღწერდეს, თუ რა გსურთ, რომ მოსწავლეებმა გაიგონ და გამოიყენონ
- მიზნები უნდა მოიაზრებდეს მოსწავლის მიერ საკითხის არსის წვდომას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებით
- თემაზე მუშაობის განმავლობაში, მიზნები უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას
- მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობებზე და დავალებებზე. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ საჩვენებელი პრეზენტაცია რომელი აუდიტორიისათვის არის გათვლილი. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ სტანდარტებს, რა იყო ჩვენი ამოცანები ანუ მიზნები და დავუკავშირეთ მას 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევაჯერეთ. შევედით და განვიხილეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკა. ვამოწმებ რამდენად სწორად მაქვს შერჩეული სტანდარტები და მიზნები. შეესაბამება თუ არა ის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მაღალ სააზროვნო დონეს, თუ მარტო ქვედა დონისთვის არის შესაძლებელი. ამჯერად შევდივარ განახლებული ბლუმის ტაქსონომია-ში და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენებით ვწერთ ჩვენი პროექტის მიზნებს.
- ვწერთ ზოგად კითხვას, თემატურ კითხვას და შინაარსობრივ კითხვას. შევედით ტრენერის ბლოგზე, გადავდივართ მასწავლებლის ბლოგზე და დავაკომენტარებ. ვისწავლეთ გუგლი დრაივში კომენტარების წერა და გაზიარება. რაზეც ძლიერ ვიხალისეთ მასწავლებლებმა. რამდენად დავიმახსოვრეთ ხვალ გავიგებ.
No comments:
Post a Comment