მეორე დღეს განვიხილეთ პირველი მოდულის აქტივობა 3 - პროექტის მოთხოვნების გაცნობა; პროექტზე დაფუძნებული მიდგომის განხილვა. პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. ვისწავლეთ როგორ ივსება, რაში და როგორ გამოვიყენოთ ის.
განვიხილეთ თითოეული პუნქტი. პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლები.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული, 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ : . კარგი თანამშრომლობა
. გონივრული გადაწყვეტილების მიღება.
. ინიციატივის გამოყენება.
. კომპლექსური პრობლემების გადაჭრა.
. თვითმართვა.
. ეფექტური კომუნიკაცია.
აქტივობა 4 - პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.
მომდევნო აქტივობებში ჯერ დაგეგმეთ და შემდეგ შექმენით სტატია, სადაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის კითხვები რაც შეიძლება გაუჩნდეთ თქვენ მოსწავლეებს, მშობლებს ან სხვა მასწავლებლებს. მოამზადეთ საუკეთესო პასუხები და გამოიყენეთ პუბლიკაციის ჩეკლისტი.
პროექტების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მოიპოვოთ საგანმანათლებლო ვებსაიტზე და საჭირო ინფორმაციას შეინახავთ მონიშვნის და სარჩევის შექმნის ფუნქციის გამოყენებით.
შესაძლებელია პროექტების დიზაინის შერჩევა. შემდეგ გავეცანით გამოცემის ნიმუშებს. აქვე შეიძლება გავეცნოთ ახალ იდეებს, გაზეთის, ბროშურის ან პლაკატის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. ჩავინიშნოთ ყველა ის იდეა, რომელიც გვსურს, რომ ჩვენ სტატიაში გამოვიყენოთ.
ბროშურის შაბლონის არჩევა.
შევდივართ File-ში, ავირჩევ და ვაწკაპუნებ new-ზე მერე ბროშურას. ავირჩევ შაბლონს 2-ჯერ დავაწკაპუნებ-download-ს და შეინახება.ავირჩიე ბუკლეტი და დავარქვი სახელი. Insert-ში შევდივარ Picture-ში და გუგლიდან ჩემ შერჩეულ და შენახულ სურათს ჩავსვამ ბუკლეტში. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.
შევედით G-mail-ის ფოსტაში და ვისაუბრეთ Google drive-ში მუშაობის შესახებ.
Sunday, January 26, 2014
Saturday, January 25, 2014
დღე 1
ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა. როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში. განვიხილეთ პირველი მოდულის-( პროექტებით სწავლება ) ორი აქტივობა. აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწ.ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა.
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
შევქმენით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე. განვიხილეთ სახელმძღვანელოდან საჭირო ფაილების გადატანა ჩვენ საქაღალდეში როგორ არის შესაძლებელი. გადავიტანეთ, შევინახეთ დამატაბითი რესურსებიდან ფაილი -21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი; პორტფოლიოს ჩეკლისტი; შეფასების დროის ჩარჩო. შევქმენით ჩვენი blog და გავაკეთეთ რეფლექსია ჩვენ ბლოგზე.

Subscribe to:
Posts (Atom)